Item Icon
Rated: E · Short Story · Other · #2356374

do it now, before its too late (07.08.21)

         უჩვეულოდ არ გეჩვენება ის ფაქტი რომ გარკვეული ასაკიდან ბიუჯეტთან ერთად გვზრდიან? რას ვგულისხმობ იცი? სადაც არ უნდა გადიოდე წინასწარ ლიმიტს უწესებ თავს, "მოდი დღეს 20 ლარზე მეტს არ დავხარჯავ" "დალევას კი ვაპირებ მაგრამ 50-ს არ ავცდები თორე ბევრია უკვე" და ამ პროცესში, ნუ ამ კონკრეტულ მაგალითს რო გავყვე, შეიძლება შენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამაზო, მხოლოდ იმიტომ რომ ეს შენს ბიუჯეტურ მენტალობას არ მოეწონა. სკოლიდან მოყოლებული, განსაზღვულ თანხას გატანენ მშობლები, 20-50 თეთრი იქნება თუ 5 ლარი, გინდა თუ არა თავი უნდა ჩააკვეხო იმ პატარა ჩარჩოებში, იმაზე არც დავიწყებ ლაპარაკს ფულის გადანახვა თუ გინდა რამე გრანდიოზულისთვის, ცალკე ჯოჯოხეთია ეგ პროცესი.
 
         რამდენიმე დღის წინ გული მტკიოდა და ნუში ვიყიდე, თანამშრომელი მახლდა თან, ნახა რო დაახლოებით ორას გრამში ათ ლარზე მეტი გადავიხადე და ტიპი გაშეშდა, რას აკეთებო?!
 
         იცი როდის დამარტყა ამ ყველაფერმა თავში? როცა ჯანმრთელობაზე პრობლემები შემექმნა, ხომ გაგიგია, კრიზისი იწვევს ცვლილებასო. მე იმ მომენტში მომიტრიალდა ყველაფერი, როცა მივხვდი რომ 1-2 ლარად ნაყიდი ნაგავი 5-10 წლის მერე პრობლემებად გარდაიქმნა. ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითზე, ექიმი ქალი წერდა ან ჯანსაღ კვებაში დახარჯავ მეტ ფულს ან წლების მერე მკურნალობაში დახარჯავო იგივე ან მეტ ოდენობას. რენდომ ტიპმა ძალიან მარტივი წინადადებით ეგრევე აზროვნება შემიცვალა, ან დამეხმარა შეცვლაში.
 
         მთელი მუღამიც მაგაშია ალბათ, წლების მანძილზე რომ რაღაც ინფორმაციით იზრდები და მერე აღმოაჩენ რომ ეს ყველაფერი ფარსია, იბნევი, რომლისკენ გადაიხარო არ იცი.
 
         და ისიც აღარ იცი მზად ხარ თუ არა რომ "გადაისწავლო" არასწორი ინფორმაცია.
© Copyright 2026 theobeahman (theobeahman at Writing.Com). All rights reserved.
Writing.Com, its affiliates and syndicates have been granted non-exclusive rights to display this work.